ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ომეგა-3-ის შემცველი საკვების სწორი დოზით მიღება. თანამედროვე ადამიანის კვებით რაციონში ომეგა-3-ის მიღება არ ხდება და ეს საყურადღებოა, რადგან უჯერი ცხიმოვანი მჯავას ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. ათასწლეულების წინ, ადამიანის მეტი სიახლოვე ბუნებასთან იძლოდა საშუალებას ომეგა-3-ის, ომეგა-6-ის და ომეგა 9-ის სწორი ბალანსის შენარჩუნებაში, ხოლო
ახლა ეს ბალანსი დაახლოებით 16-ჯერ არის დარღვეული (ომეგა 3-ის უკმარისობა). აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ინფორმაცია თევზის მოხმარებასთან დაკავშირებით.
2007 წლიდან საქართველოში წარმოვადგენთ მსოფლიოს წამყვან კომპანიას აკვაკულტურის დარგში - Skretting (იტალია). გვაქვს რა უშუალო კავშირი თევზის ფერმერებთან, საიტი შექმნილია თევზის მომხმარებლებისთვის თევზის ხარისხის იდენტიფიცირებისთვის. ამის წინაპირობაა წვდომა თევზის წარმოების მთლიან ჯაჭვზე საქართველოში.
ჩვენ ვეხმარებით თევზის მწარმოებლებს თევზის დაავადებებთან ბრძოლაში, ვუნიშნავთ მათ მკურნალობის საშუალებებს და ამით ვაკონტროლებთ იმას, რომ სარეალიზაციო მომენტისთვის თევზი იყოს უსაფრთხო. ფერმერებს ვეხმარებით პროფესიონალური ინფორმაციებით - როგორ უნდა იწარმოოს თევზი უფრო მარტივად, ეკოლოგიურად და სტაბილურად.
თქვენ შეძლებთ პირდაპირ დაუკავშირდეთ თევზის მწარმოებლებს, რომლებსაც ჩვენ ავარჩევთ შესაბამისი სტანდარტების დაცვით - თევზის ხარისხი და უვნებლობა. ფერმერების სია იქნება მუდმივად განახლებადი მარაგებისა და ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად. კონსულტაციებს ვიღებთ კვალიფიციური იტალიელი ვეტერინარების ჯგუფისგან (Skretting Italia), რომლებით ჩვენი მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში არიან ჩართულები ქართული აკვაკულტურის პროცესებში.
მთავარი მოთხოვნა ფერმერებთან კი გახლავთ ის, რომ თევზი გაზრდილი იქნება Skretting Italia-ს საკვებით, რაც განაპირობებს თევზის ხარისხისა და გემოვნებითი თვისებების უდიდეს ნაწილს.