AK47 Garage

AK47 Garage Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from AK47 Garage, Krtsanisi Str. 14a, Tbilisi.

2009 წლის Yamaha YZ250F პირდაპირ ტყიდან მოხვდა ჩვენს სახელოსნოში, სადაც მას ფაქტობრივად გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.მ...
03/08/2026

2009 წლის Yamaha YZ250F პირდაპირ ტყიდან მოხვდა ჩვენს სახელოსნოში, სადაც მას ფაქტობრივად გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.

მეპატრონის თქმით, მოტოციკლი მოძრაობისას მოულოდნელად ჩაქრა და ძრავა გაიჭედა. სრული დაშლის შემდეგ მიზეზიც ნათელი გახდა — შიგნით სურათი გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე თავიდან ჩანდა.

ჩვენ ჩავატარეთ:
• ძრავის სრული დაშლა და დეფექტაცია;
• ყველა დეტალის საფუძვლიანი გარეცხვა და შემოწმება;
• საჭირო ახალი ნაწილების მოძიება;
• და საბოლოოდ, ძრავის თავიდან აწყობა ქარხნული მანუალის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

შედეგი? კიდევ ერთი Yamaha დაუბრუნდა სიცოცხლეს და ისევ მზად არის ტყისა და მთების დასაპყრობად

AK47 Garage — როცა ყველაზე რთული შემთხვევებიც გამოსწორებადია.

კიდევ ერთი BMW S1000RR, რომელმაც AK47 Garage-ში მეორე სიცოცხლე მიიღო.დაშლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრობლემა მხოლოდ დაზიანე...
09/07/2026

კიდევ ერთი BMW S1000RR, რომელმაც AK47 Garage-ში მეორე სიცოცხლე მიიღო.

დაშლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრობლემა მხოლოდ დაზიანებულ პლასტმასებში არ იყო. წინა ჩანგლებს ძლიერი დარტყმის კვალი ეტყობოდა, დაზიანებული იყო სამუშაო ზედაპირები და შიდა ელემენტები, ასევე დაზიანებული იყო თერმოსტატის ხუფი, და მოხდა მათი ჩანაცვლება სრულიად ახალი ქარხნული დეტალებით.

პარალელურად, მოტოციკლეტმა სრულიად ახალი იერიც მიიღო. ნაცრისფერი ბოდიკიტი შეიცვალა BMW Motorsport-ის კლასიკური ფერებით, რამაც S1000RR-ს გაცილებით აგრესიული და დასრულებული ვიზუალი მისცა. ზოგჯერ სწორად შერჩეული დიზაინი იმდენად ცვლის მოტოციკლეტის ხასიათს, რომ პირველად შეხედვისას ვერც კი იფიქრებ, როგორი იყო მანამდე.

ასევე სრული სერვისი ჩაუტარდა რაშიც იგულისხმება ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე სითხეების შეცვლა და ანტიფრიზი.

ჩვენთვის მთავარი მხოლოდ გარეგნობა არ არის. ჯერ ტექნიკური ნაწილი უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიზუალი.

AK47 Garage — ვაკეთებთ ისე, რომ მოტოციკლი არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ ზუსტად ისე მუშაობდეს, როგორც ქარხანამ შექმნა.

V4 – იაპონურად 🇯🇵2004 წლის Honda ST1300პროექტი, რომელსაც თბილისში ბევრმა სახელოსნომ ხელი არ მოკიდა, მაგრამ ჩვენ ეს გამოწ...
24/06/2026

V4 – იაპონურად 🇯🇵

2004 წლის Honda ST1300

პროექტი, რომელსაც თბილისში ბევრმა სახელოსნომ ხელი არ მოკიდა, მაგრამ ჩვენ ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიეთ.

მოტოციკლი აშშ-დან ჩამოვიდა როგორც ძრავის, ასევე ძარის სერიოზული დაზიანებებით. სამუშაო პროცესი დაიწყო მისი სრულად დაშლით, რის შემდეგაც განხორციელდა ძრავის სრული აღდგენა, ძარის შეკეთება და შედუღება. თითოეული დეტალი შემოწმდა, აღდგა ან შეიცვალა საჭიროებისამებრ.

შედეგად, მოტოციკლი თავიდან აიწყო სრული ქარხნული პარამეტრებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით. დღეს ეს V4 კვლავ მზად არის დიდი მანძილების დასალახავად,ისეთივე სიზუსტითა და საიმედოობით, როგორსაც მისი ინჟინრები თავდაპირველად გეგმავდნენ.

AK47 Garage – იქ, სადაც რთული პროექტები რეალობად იქცევა. 🔥🏍️

🔥 კიდევ ერთი პროექტი AK47 Garage-დან 🔥 🇺🇲 INDIAN CHIEFTAIN ეს მოტოციკლი ჩვენს სახელოსნოში თითქმის ჩონჩხად შემოვიდა — დაზ...
18/06/2026

🔥 კიდევ ერთი პროექტი AK47 Garage-დან 🔥

🇺🇲 INDIAN CHIEFTAIN ეს მოტოციკლი ჩვენს სახელოსნოში თითქმის ჩონჩხად შემოვიდა — დაზიანებული პლასტმასები, დაშლილი წინა ნაწილი, არეული ელექტროგაყვანილობა და უამრავი წვრილმანი პრობლემა, რომელიც ერთი შეხედვით დაუძლევლადაც კი ჩანდა.

ჩატარდა სრული აღდგენა: დეტალური დიაგნოსტიკა, დაზიანებული კომპონენტების შეცვლა, ელექტროსისტემის მოწესრიგება, ახალი პლასტმასების მორგება და სრული აწყობა ქარხნული სტანდარტების დაცვით.

შედეგი თავად ნახეთ — პროექტი, რომელიც თითქოს განწირული იყო, ისევ გზას დაუბრუნდა და დღეს სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.

📌 თუ თქვენს მოტოციკლს ესაჭიროება დიაგნოსტიკა, შეკეთება, ძრავის რემონტი ან სრული აღდგენა, დაგვიკავშირდით.

AK47 Garage — როდესაც შედეგი მნიშვნელოვანია. 🏍️⚙️💪

15/06/2026
2022 წლის Honda CBR500R ამერიკიდან იყო ჩამოყვანილი. მოტოციკლი მოპარული იყო და მთლიანად გადაღებილი, რაც დეტალების დათვალი...
14/06/2026

2022 წლის Honda CBR500R ამერიკიდან იყო ჩამოყვანილი. მოტოციკლი მოპარული იყო და მთლიანად გადაღებილი, რაც დეტალების დათვალიერებისას აშკარად ჩანდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი სრული დაშლის შესახებ — თითოეული დეტალი ხელით გაიწმინდა, მოიხსნა უხარისხოდ დატანილი საღებავი და დამონტაჟდა ახალი პლასტიკის კიტი.

ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მოტოციკლმა სრულიად ახალი იერი შეიძინა და შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საბოლოოდ მივიღეთ ვიზუალურად და ტექნიკურად მოწესრიგებული CBR500R, რომელიც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სამუშაოების დაწყებამდე.

პ.ს. ავზის ხუფისა და წინა კრილოს ჩადება გამყიდველს უბრალოდ დაავიწყდა, ამიტომ ფოტოებზე ისინი არ არის წარმოდგენილი.

მოტოციკლებისა და არამარტო — ნებისმიერი ტიპის ტექნიკის სრული ტექნიკური და ელექტრონული სერვისი, მწარმოებლის მიუხედავად.

✔️ დიაგნოსტიკა და რემონტი
✔️ ელექტრო სისტემების გამართვა
✔️ ნაწილების მოძიება და ჩამოტანა
✔️ მოტოციკლების ჩამოყვანა
✔️ მოტოციკლის შერჩევა და შემოწმება ყიდვამდე
✔️ კონსულტაცია და ტექნიკური რჩევები

თუ გჭირდებათ სერვისი, ნაწილები ან პროფესიონალური დახმარება — მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

თეთრი თუ შავი? 🤔
13/06/2026

თეთრი თუ შავი? 🤔

რა ლამაზია ეს ოხერი, თვალს ვერ მოწყვეტ.
12/06/2026

რა ლამაზია ეს ოხერი, თვალს ვერ მოწყვეტ.

🇯🇵 ულამაზეს Yamaha R6-ს აღმოაჩნდა რამდენიმე საკმაოდ სერიოზული პრობლემა: მარცხენა ამორტიზატორის მოშვებული ნიკელი, საჭის ს...
10/06/2026

🇯🇵 ულამაზეს Yamaha R6-ს აღმოაჩნდა რამდენიმე საკმაოდ სერიოზული პრობლემა: მარცხენა ამორტიზატორის მოშვებული ნიკელი, საჭის საკისრების გაუმართაობა, ძრავის სარქველების არასწორი ზაზორები, მწყობრიდან გამოსული აალების სანთლები და კიდევ არაერთი წვრილმანი, რომელიც ასევე საჭიროებდა ყურადღებას.

ჩატარდა სრული დიაგნოსტიკა და ყველა აღმოჩენილი ხარვეზი აღმოიფხვრა. შედეგად, მოტოციკლი ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში დაბრუნდა და მზადაა უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციისთვის.

Address

Krtsanisi Str. 14a
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when AK47 Garage posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share