დაჯი კოვზირიძე / Daji Kovziridze

დაჯი კოვზირიძე / Daji Kovziridze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დაჯი კოვზირიძე / Daji Kovziridze, Tbilisi.

18/09/2026
18/09/2026

‼️თბილისის 20 საბავშვო ბაღში 55 აღსაზრდელი მოიწამლა. 6 ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოცი ბაღი!

ეს ერთი სამზარეულოს, ერთი მომწოდებლის ან ერთი თანამშრომლის საკითხი ხომ არ არის, როცა ერთდროულად 20 ბაღში ხდება მსგავსი შემთხვევა, ეს არის სისტემურ პრობლემა და სახელმწიფო კონტროლის პასუხისმგებლობა.

ვინ შეამოწმა ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები?
ვინ გასცა უსაფრთხოების გარანტია?
ვინ აკონტროლებდა მომწოდებელს?
ვინ აგებს პასუხს?

‼️
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში გაიგეს, რომ სკოლა ავარიულია და სასწავლო პროცესი უნდა შეწყდეს.

ანუ სკოლა ავარიულია, მაგრამ ეს სახელმწიფომ სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ აღმოაჩინა?

სახელმწიფოს ფუნქცია პრობლემის შემდეგ რეაგირება კი არ არის, პრობლემის წინასწარ აღმოჩენა და თავიდან აცილებაა.

45 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება სასკოლო ფორმებზე. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება. განცხადებები ყოველდღე გვესმის.

ჩვენი შვილები უსაფრთხოდ არიან თუ არა?⁉️
ამ კითხვაზე სახელმწიფოს დამაჯერებელი პასუხი არ აქვს და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია..

ბავშვების უსაფრთხოება ხელისუფლების კეთილი ნება კი არა ,სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.

და ამ ვალდებულების შეუსრულებლობას პასუხი უნდა მოჰყვეს.‼️

18/09/2026

Tata Khvedeliani / ტატა ხვედელიანი

17/09/2026

Salome Kobaladze

17/09/2026

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „სოცდეკებისა და მწვანეების“ ჯგუფმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დე ფაქტო ანექსიურ პროცესებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი შემდეგი განცხადება გააკეთა:

„საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის არსებითია!

რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა ძალისხმევა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და მიუღებელ დარღვევას. იგი მოსკოვის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, დაამყაროს კონტროლი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინაში - დონბასსა და ყირიმზე, მოლდოვაში - დნესტრისპირეთზე და საქართველოში - აფხაზეთზე.
კავკასიასა და მთელს ევროპაში მდგრადი სტაბილურობის და უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით არის შესაძლებელი.“

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების ურყევი მხარდაჭერისთვის!

16/09/2026

)))

15/09/2026

თქვენ იცით ბავშვის გაზრდა რა უჯდება ოჯახს?

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაჯი კოვზირიძე / Daji Kovziridze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დაჯი კოვზირიძე / Daji Kovziridze:

Shortcuts

Share