სანდროს სოფლის პროდუქტები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სანდროს სოფლის პროდუქტები

სანდროს სოფლის პროდუქტები 100% ნატურალუტი სოფლის პროდუქტები ყოველგვარი მინარევების გარეშე

28/05/2023

ნატურალური რძე 3 ლარად. 592 08 75 22; 551 04 75 22. შემიძლია მაღაზიებთან ურთიერთობა. მაქვს სეს-იდან ნებართვა და rs.ge-დან ზედნადების გადაგზავნა.

29/03/2023

ქალბატონები 🥰

26/03/2023

პატარა ქალბატონი შემოუერთდა მინდორს 🥰

29/01/2023

იყიდება 100%-ით ნატურალური რძე მეტრო სადგურებთან მიწოდებით(რაოდენობის შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე მიწოდებაც). 1 ლიტრის ღირებულება 4 ლარი. ვინც არ იცით ნატურალურის ფასი თავი შეიკავეთ კომენტარებისგან და 3-3.50 ფხვნილის რძეში მიეცით.

სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ დაგჭირდეთ პოლიციელი, ექიმი, მღვდელი, ადვოკატი, მაგრამ ყოველ დღე, დღეში სამჯერ გჭი...
21/01/2023

სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ დაგჭირდეთ პოლიციელი, ექიმი, მღვდელი, ადვოკატი, მაგრამ ყოველ დღე, დღეში სამჯერ გჭირდებათ გლეხი(ფერმერი).

კიდევ ერთი შვილობილი. უკვე ჯამში 3 დამიგროვდა 🥰.
16/01/2023

კიდევ ერთი შვილობილი. უკვე ჯამში 3 დამიგროვდა 🥰.

15/01/2023

ამ ზაფხულს ჩემს მიერ გადაღებული სილამაზე.

დღეს მეუბნება მაღაზიის გამყიდველი ქალს 2.50 დააქვს ლიტრი რძეო. დამაინტერესა რა მიჯდება 2 სულის შენახვა დღიურად ამ ზამთრი...
12/01/2023

დღეს მეუბნება მაღაზიის გამყიდველი ქალს 2.50 დააქვს ლიტრი რძეო. დამაინტერესა რა მიჯდება 2 სულის შენახვა დღიურად ამ ზამთრის პერიოდში და დავიანგარიშე.
რა მიჯდება 2 ძროხის შენახვა დღეში, როდესაც არ ვაძლევ ქიმიურ, ხელოვნურად წველის მოსამატებელს და არ მყავს თავისუფლად მიშვებული ნაგავსა და დაბინძურებულ ადგილებზე საკვების ეკონომიის მიზნით:
1 ტუკი(პრესი) დღეში= 10 ლარი
10 ცალი პური 0.45=4.50 ლარი
3 კგ ქატო. ტომარა არის 20 კგ-იანი და ღირს 17 ლარი.17÷20=0.85. 3÷0.85=2.55
2 კგ სიმინდი+3კგ ქერი. 1 კგ-ს ღირებულება 1.15-1.20. 5×1.20=6 ლარი.

10+4.50+2.55+6=23.50.

ეს არის დღიური ფულადი ხარჯი 2 სული მეწველი ძროხის ფულადი ხარჯი გარდა ტრანსპორტირების და ფიზიკური შრომისა.
ასე რომ ვინც არ აფასებთ ნატურალურს ან იაფად გთავაზობთ ვინმე თავის პროდუქტს დროა დაფიქრდეთთქვენამდე მოსული პროდუქტი რამდენად ხარისხიანია, როგორ იკვებება საქონელი რომლის პროდუქტებითაც თქვენ იკვებებით,რამდენად ჯანმრთელია და დააფასოთ ნამდვილი, ჯანსაღი პროდუქტი.

სამწუხარო ინფორმაცია. ამერიკის მთვრობა ნელნელ ავიწროვებს ტრადიციულ ოჯახურ მეურნეობებს. მიზანი ერთია, თუ გლეხი არ აწარმოე...
11/01/2023

სამწუხარო ინფორმაცია. ამერიკის მთვრობა ნელნელ ავიწროვებს ტრადიციულ ოჯახურ მეურნეობებს. მიზანი ერთია, თუ გლეხი არ აწარმოებს პროდუქტს და არ აწვდის მომხმარებელს ამას აკეთებენ კორპორაციები, რომელსაც მთავრობები და დიდი ბიზნესმენები მართავენ. როდესაც სრულად აიღებენ "კონტროლს სურსათზე შეძლებენ მოსახლეობის სრულ კონტროლს. ამას ცდილობენ სრულიად მსოფლიოს მაშტაბით სადაც ხელი მიუწვდებათ. ამის ნათელი მაგალითია სოფლის მეურნეობის მოსპობა და მოსახლეობის მასიურად ქლაქში ჩამოსახლება. ამიტომაა საჭირო გლეხებს გვერდში დაუდგეს მოსახლეობა სა დაეხმაროს განვითარება-გაძლიერებაში.
მოგიყვანთ პატარა ტექსტს ამერიკელი მოსახლების მიმართ გაკეთებულს ამერიკელი ფერმერების მიმართ: სამწუხარო რეალობაა როდესაც ამერიკელ ფერმერს უქმნიან სიტუაციას გაყიდოს ფერმა, ერთ აკრს 30,000 დოლარად ყიდიან ფერმერები, ჩვენ უნსა დავუდგეთ გვერდში ჩვენს ფერმერებს, რადგან თუ ისინი გაყიდიან ფერმებს ამ მიწებს იყიდიან ან დიდი კორპორაციები, ან ქვეყნები როგორიცაა ჩინეთი და ეს მიწები სამუდამოდ დაკარგული იქნება, ხოლო ჩვენს ისედაც გაძვირებულ პროდუქტს კიდევ უფრო დაეტყობა ჩვენი ფერმერების ბაზრიდან გასვლა."
იმედია ჩვენი ქართველი მოსახლეობის შეგნების დონეც მალე მივა იმ დონემდე რომ გლეხს არ დაუწყონ კაპიკებზე ვაჭრობა და გვერდში დაუდგნენ. სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი გლეხის 2 ლარიან ნატურლურ მაწონზე წუწუნებს ძვირიაო, მიდის და ქარხნის ქიმია ნარევ მაწონსა და რძეში უფრო ძვირს იხდის,იმ ილუზიით რომ ის უფრო სასარგებლოა რაც რეალურაც სიცრუეა. თუ ქართული გლეხური მეურნეობა მოიშლება სრულ ძალაუფლებას აიღებენ კორპორაციები ხელში. აკონტროლებ სურსათს, აკონტროლებ ხალხს.

07/01/2023

გილოცავთ შობა-ახალ წელს.
ეს წელი მაშვიდობიანი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის

05/01/2023

გამარჯობა. რძის ნატურალური პროდუქტები.2020 წლიდან სანდროს სოფლის პროდუქტებს აქვს სურსათის ეროვნულო სააგენტოდან ლიცენზია რძის და რძის პროდუქტების წარმოების, ოჯახური წარმოების განხრით. გთავაზობთ 100%-ით ნატურალურ პროდუქტს ყოველგვარი მინარევების და რძის მოსამატებლების გარეშე. რაოდენობის შემთხვევაში შემიძლია გლდანის, მუხიანის, ავჭალის ტერიტორიაზე მიწოდება როგორც კერძო პირებისთვის ასევე სურსათის რელიზაციის ობიექტებზე. შემიძლია ზედნადების გადმოგზავნა rs.ge-ზე. ის რასაც დღეს ქართული ბაზარი მასიურად გვთავაზობს არ არის ნატურალური და მავნეა ჩვენო და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისთვის, ფასი დაბალი აქვს, მაგრამ მაღაზიების უმეტესობა არ უტოვებს მყოდველს არჩევანის საშუალებას გადაიხადოს ცოტა მეტი და შეიძინოს ნატურალური პროდუქტი. კვების პროდუქტებზე რაზეც დღეს ვაკეთებთ ეკონომიას, მომავალში ჩვენი ჯანმრთელობით ვიხდით.

Address

თბილისი. სოფელი გლდანი
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სანდროს სოფლის პროდუქტები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category