სუპერმარკეტების ქსელი ,,მაგნიტი’’ 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 5 000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ამჟამად კომპანია ოპერირებს მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით. დიდი ფორმატები გვხვდება თბილისში, ბათუმში, ნატახტარსა და
ბორჯომში „მაგნიტი მაქსის“ ბრენდირებით. „მაგნიტი“ ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებითა და საუკეთესო აქციებით გამოირჩევა. სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტი, მათ შორის ექსკლუზიური პროდუქტები.
კომპანიის მფლობელობაშია ასევე „მაგნიტის წარმოების“ ხაზი, რომელიც პურ-ფუნთუშეულს, სალათებს, სენდვიჩებს, საკონდიტრო ნაწარმსა და სხვა მზა კვების პროდუქტებს აერთიანებს. „მაგნიტის“ წარმოებაში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურსათო ჯაჭვში, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, უზრუნველყოფილია საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და უმაღლესი ხარისხი.
,,მაგნიტს’’, 2018 წლიდან დღემდე მსხვილ საცალო მოთამაშეებს შორის, საცალო ბაზრის წილის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 100%-ით ქართული კაპიტალით დაფუძნებული კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ „მაგნიტი“ ახლახან გახდა მსხვილი გაერთიანების, შპს „დეილი“ ჯგუფის წევრი, რომელიც აერთიანებს წამყვან სუპერმარკეტებს: „მაგნიტი“, „დეილი“, „სპარი“, „იოლი“, „კალათა“ და „გვირილა“, რაც ჯამში ქვეყნის მასშტაბით 1 600-ზე მეტ სუპერმარკეტს და ორგანიზებული ბაზრის 31%-იან წილს შეადგენს. ამჟამად, „დეილი“ ჯგუფი საქართველოს რითეილ ბაზრის პირველი მოთამაშეა. The company was the first to focus primarily on regional network development, and today it unites over 500 supermarkets and employs more than 5,000 people across Georgia. Currently, the company operates small, medium, and large-format retail stores. Large-format stores are available in Tbilisi, Batumi, Natakhtari, and Borjomi under the brand name "Magniti Max." "Magniti" is renowned for its attractive offers and the best promotions. The supermarkets feature a diverse assortment tailored to customer needs, including exclusive products. The company also owns the "Magniti Production" line, which produces bread and pastries, salads, sandwiches, confectionery, and other ready-made food products. The "Magniti Production" process adheres to HACCP standards, ensuring food safety and the highest quality throughout the entire supply chain, from primary production to the end consumer. Since 2018, "Magniti" has demonstrated the highest growth rate in market share among major retail players. The supermarket chain "Magniti" is a company established with 100% Georgian capital. It should be noted that "Magniti" has recently become a member of a large union, "Daily Group“, which holds 31% of the country’s organized retail market with over 1,600 stores nationwide, running brands like „Magniti“, „Daily“, „Ioli“, „Kalata“, „Spar“ and „Gvirila“. Currently, the „Daily Group“ is the leading player in the Georgian retail market.