მცენარეების სიყვარული ოდითგანვეა ჩვენს ოჯახში. გარდენინას დაარსებაც ამ სიყვარულის შედეგია.
2022 წელს გავხსენით ორგანული მაღაზია, რომლის მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს მაღალი ხარისხის, ნატურალურად წარმოებული საკვები პროდუქტები.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საკვები უნდა იყოს ნოყიერი, ჯანსაღი და წარმოებული ისე, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს როგორც ადამიანზე ასევე გარემოზე.
გარდენინამ დაამყარა სანდო დ
ა მტკიცე ურთიერთობები ადგილობრივ ფერმერებთან, მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან. ამან საშუალება მოგვცა მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი და სეზონური პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ჩვენი მაღაზია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღაზია; ეს არის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების, მდგრადობისა და ეთიკური პრაქტიკის საერთო ღირებულებების გარშემო.