20/12/2023
For English, Scroll Down ⤵
ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერენ ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას სურსათის უვნებლობის საკითხებზე საქართველოში
🇪🇺 ევროკავშირისა და 🇸🇪 შვედეთის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“, 🇨🇿 ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 🇬🇪 სურსათის ეროვნული სააგენტომ თბილისსა და რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს კახეთში გამართულ მედიატურზე უმასპინძლა.
ღონისძიება მერძეულ ფერმასა და 🧀 რძის პროდუქტების საწარმოში ვიზიტით დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ჟურნალისტებს უამბეს თუ როგორ ხდება სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის პროდუქტის წარმოებისას.
ორდღიანი ვორქშოფის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია 🍏 სურსათის უვნებლობის, 🐄 ვეტერინარიისა და 🌱მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე, ისაუბრეს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში სახელმწიფოს როლის, საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირების მნიშვნელობის თაობაზე. ყურადღება გამახვილდა 🇪🇺 ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვის პროცესზეც, რაშიც მედიას, როგორც ინფორმაციის მთავარ გამტარს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
~
𝗧𝗵𝗲 𝗘𝘂𝗿𝗼𝗽𝗲𝗮𝗻 𝗨𝗻𝗶𝗼𝗻 𝗮𝗻𝗱 𝗖𝘇𝗲𝗰𝗵 𝗗𝗲𝘃𝗲𝗹𝗼𝗽𝗺𝗲𝗻𝘁 𝗔𝗴𝗲𝗻𝗰𝘆 𝘀𝘂𝗽𝗽𝗼𝗿𝘁 𝘁𝗵𝗲 𝗡𝗮𝘁𝗶𝗼𝗻𝗮𝗹 𝗙𝗼𝗼𝗱 𝗔𝗴𝗲𝗻𝗰𝘆 𝗼𝗳 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮 𝗶𝗻 𝗿𝗮𝗶𝘀𝗶𝗻𝗴 𝗮𝘄𝗮𝗿𝗲𝗻𝗲𝘀𝘀 𝗼𝗳 𝗷𝗼𝘂𝗿𝗻𝗮𝗹𝗶𝘀𝘁𝘀 𝗼𝗻 𝗳𝗼𝗼𝗱 𝘀𝗮𝗳𝗲𝘁𝘆 𝘁𝗼𝗽𝗶𝗰𝘀
Through the support of the 🇪🇺 EU and 🇸🇪 Sweden, under the EU-funded ENPARD IV “Support to the Food Safety and SPS Sector in Georgia” project, 🇨🇿 the Česká rozvojová agentura - CzechAid supported the National Food Agency (NFA) of 🇬🇪 Georgia in organizing a media tour for journalists working on food safety topics in Tbilisi and regions.
The event started with visiting a farm and 🧀 a dairy product enterprise in the Kakheti region. The representatives of the National Food Agency, together with local farmers and entrepreneurs, explained to journalists how food safety is ensured during the production of different types of goods. Afterward, the media tour participants departed for Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი and attended a two-day information workshop on food safety issues,.
At the meeting, experts of the National Food Agency provided journalists with information about the measures taken and planned in the direction of 🍏 food safety, 🐄 veterinary, and 🌱 plant protection. Also, they talked about the state's role in ensuring food safety and the importance of public awareness of food safety topics. They paid particular attention to the issue of implementing the regulations within the framework of the Deep and Comprehensive Free Trade Area Agreement (DCFTA) with the 🇪🇺European Union, in which the media, as the primary carrier of information, has one of the most critical roles.